"ქრისტიან-დემოკრატები" ნდობის ჯგუფის სხდომის მოწვევას ითხოვენ. აღნიშნულ საკითხს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე პარლამენტის დღევანდელ ბიუროს სხდომაზე დააყენებს.
"ჩვენ მოვითხოვთ მოწვეულ იქნას ნდობის ჯგუფის სხდომა. მივიღებთ ინფორმაციას უშუალოდ საგარეო დაზვერვის უწყების ხელმძღვანელისგან იმის თაობაზე, თუ რას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში საგარეო საფრთხის კუთხით და რამდენად დამაკმაყოფილებებია ის დაფინანსება, რომელიც ამ უწყებისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში არის გათვალისწინებული", - აცხადებს თარგამაძე.
შეგახსენებთ, რომ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე სადეპუტატო მანდატის აღდგენის მოთხოვნით კონსტანტინე გამსახურდია დავით ბაქრაძის სახელზე დაწრილ განაცხადსაც შეიტანს, რის შემდეგად, მას რეგლამენტის გათვალისწინებით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს.
გამსახურდიას სადეპუტატო უფლებამოსილებას პარლამენტი პირველივე სესიაზე ცნობს, რომელიც, სავარაუდოდ, 3 ნოემბერს გაიმართება.