დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების საკითხს მთავრობის მორიგ უაზრო ინიციატივას უწოდებს ეკონომიკის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე. გოცირიძე მიიჩნევს, რომ ეს არის შემოსავლების დამალვის წახალისება.
"დღეს ბიუჯეტიდან 200 მილიონი ლარის დარიგება იწყება იმათთვის, ვისაც 600 ლარზე ნაკლები ჰქონდა შემოსავალი. ეს არის მთავრობის მორიგი უაზრო ინიციატივა. გადაყრილი ფული. შემოსავლების დამალვის წახალისება, ხელფასების ზრდის შეჩერება და კიდევ უამრავი სხვა ცუდი რამ. ეს ფული მთლიანად რომ მიემართათ, მაგალითად ჯანდაცვაში, ერთხელ და სამუდამოდ იქნებოდა გადაჭრილი ამ კადეგორიის ადამიანების სამედიცინო პრობლემები"- აცხადებს ეკონომიკის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე.
კონკრეტულად რა მიზანი ქონდა მთავრობის ინიციატივას, რომელსაც მხარი დაკანონმდებლო ორგანოშიც დაუჭირეს, რომან გოცირიძის აზრით ეს ყველაფერი მთავრობის უცოდინარობის შედეგია.
"უცოდინარობა! მერე გულის მოგება! ყველა სახის პოპულიზმი ძალაუფლების მოპოვებამდე და მის შენარჩუნებამდე დადის( რა თქმა უნდა სხვისი ფულის განიავების ხარჯზე)"- აცხადებს გოცირიძე.