საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, პეკინში ჩინეთის სახელწმიფო მეტალურგიული კორპორაციის - MCC -ის (China Metallurgical Group Corporation) პრეზიდენტ ქსუ ქსიანგჩთან და კორპორაციის სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოს მრავალწლიანი გამოცდილება მეტალურგიის სფეროში და ბუნებრივი რესურსების ოპტიმალური გამოყენების საკითხები.
MCC--ის წარმომადგენლებმა საქართველოს მთავრობასთან მეტალურგიის სფეროში კონკრეტული პროექტების შემუშავების საკითხზე თანამშრომლობის სურვილი დააფიქსირეს.
China Metallurgical Group Corporation ჩინეთის უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიათა სიის ათეულში შედის. MCC მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოღვაწეობს მრეწველობის, საინჟინრო და მშენებლობის, რესურსების განვითარების, მოწყობილობების წარმოებისა და უძრავი ქონების განვითარების სფეროებში.