ანაკლიაში, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ფარგლებში აეროპორტის მშენებლობაც იგეგმება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აეროპორტს სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით განსაკუთრებული შესაძლებლობები ექნება. საერთაშორისო აეროპორტის აშენება პორტთან ახლოს არის დაგეგმილი. სამინისტროში აცხადებენ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურისა და აეროპორტის მშენებლობა ხელს შეუწყობს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, საქართველოს ტერიტორიის გავლით ტვირთნაკადის ზრდასა და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის სერიოზულ განვითარებას.
ანაკლიაში პორტისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის სამშენებლო კვლევებს საერთაშორისო საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანიები აწარმოებენ.
მასალის გამოყენების პირობები