უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი იულია ტიმოშჩენკო უკრაინის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებიდან თავისი კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს. ეს განცხადება ტიმოშჩენკომ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„მე ისედაც ყოველდღიურად მხარს ვუჭერ პეტრე პოროშენკოს და რეგულარულად ვყიდულობ Roshen-ის კამფეტებს. ჩემი ოჯახი მხოლოდ ამ მარკას მოიხმარს. ვფიქრობ ეს კარგი მხარდაჭერაა",_ განაცხადა იულია ტიმოშჩენკომ და აღნიშნა, რომ 25 მაისს უკრაინაში დაგეგმილი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დამოუკიდებელი უკრაინის მთელი ისტორიის მანძილზე ყველაზე სამართლიანი იქნება.
შეგახსენებთ, რომ პარტია „უდარი"-ს ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ იულია ტიმოშჩენკოს მოუწოდა არ მიიღოს მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში და თავისი მხარდაჭერა პეტრე პოროშენკოს გამოუცხადოს.
მასალის გამოყენების პირობები