„თბილისი მოლში" ბავშვთა გასართობი ცენტრის მშენებლობა დაიწყება.
ახალი გასართობი ცენტრი "ბუმბუმი" "რაკია ჯგუფი"-ს და „ ჯეი ქეი ჯგუფის" ერთობლივი საინვესტიციო პროექტია. პროექტის საერთო ღირებულება პირველ ეტაპზე 2,5 მილიონი დოლარია. კომპანიის დირექტორის განცხადებით, თბილისი მოლში ბავშვთა გასართობი ცენტრი დაახლოებით 3 თვეში გაიხსნება და თბილისი მოლის ვიზიტორებს ახალ, სრულიად ინოვაციურ ინფრასრუქტურას შესთავაზებს.
დამტკიცებული პროექტის მიხედვით, პირველ ეტაპზე, ბავშთა გასართობი ცენტრი დაახლოვებით1200 კვადრატულ მეტრზე გაიშლება და ის სამ ძირითად კონცეპტუალურ სივრცედ დაიყოფა:
• პირველ ზონაში განლაგდება 3-დონიანი ლაბირინთი რბილი იატაკით, ბატუტებით და მშრალი აუზებით. აქვე იქნება ე. წ. შემოქმედებითი ზონა, სადაც ბავშვები სხვადასხვა ინოვაციური „როლური თამაშებით" შეძლებენ გართობას. ეს სივრცე 1-8 წლამდე ბავშვებზეა გათვლილი.
• მეორე ე. წ. ვიდეოთამაშების ზონაში დამონტაჟდება ვიდეოთამაშის 50 აპარატი. კომპანიამ, მსოფლიოს წამყვან საბავშვო ცენტრებში აპრობირებული ვიდეოთამაშების ანალოგიური აპარატურა შეარჩია. ტექნიკამ, რომელიც დამონტაჟდება ამ ზონაში, ბავშთა ფსიქოლოგებთანაც გაიარა სრულფასოვანი ტესტირება.
• მესამე ზონა უფროსი ასაკის მოზარდებზეა გათვლილი, რომლებსაც უკვე კლუბური გართობა სურთ. სივრცე ისე არის დაპროექტებული, რომ სხვადასხვა ღონისძიებების (დისკოთეკა, კარაოკე და ა.შ.) მოწყობის ფართო შესაძლებლობებს იძლევა.
"ბავშთა ახალი გასართობი ცენტრის გახსნა მოლის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია. ამაყები ვართ, რომ ჩვენ რამდენიმე თვეში მომხმარებელს სრულიად ახალ სერვისს შევთავაზებთ. ამ ცენტრის ანალოგი საქართველოში არ არსებობს. ძალიან დიდი შრომა და პოზიტიური ენერგია ჩაიდო ბავშვთა გასართობი ცენტრის დაპროექტებაში და გვიხარია, რომ ინვესტორმა სწორედ თბილისი მოლზე შეაჩერა არჩევანი"- აცხადებს თბილისი მოლის აღმასრულებელი დირექტორი გარი მაიქლ დანქლი.
"ბავშვთაგასართობი ცენტრი "ბუმბუმი", პირველი ევროპული სტანდარტების გასართობი ცენტრი იქნება ამ რეგიონში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აქ ბავშვებმა მაქსიმალურად კომფორტულად და შინაარსიანად შეძლონ დასვენება და გართობა. ვიზრუნეთ იმაზეც, რომ მრავალფეროვანი სადღესასწაულომენიუ მხოლოდ ეკოლოგიურადჯანმრთელი პროდუქტებით დაგვეკომპლექტებინა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ ცენტრში დასვენება ხელმისაწვდომი იქნება ყველა სეგმენტისთვი"- განმარტა, „ჯკ" ჯგუფის დირექტორმა კონსტანტინე ჟელეზნოვი.