სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე პროცესი 4 აპრილს 13:00 საათისთვის გადაიდო.
სხდომის გადადების მიზეზი ერთ-ერთი ბრალდებულის ვალერიან მეტრეველის გამოუცხადებლობა გახდა.
სასამართლოზე მისი მიყვანა ბადრაგმა ვერ უზრუნველყო.
დღევანდელ პროცესზე მოსამართლეს მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა ემსჯელა.