გვიან ღამით ალმასიანის ქუჩაზე მდებარე ფსიქოტროპული აფთიაქი დააყაჩაღეს.
ფარმაცევტის განცხადებით, ორი ნიღბიანი აფთიაქში შეიჭრა და ფული მოითხოვა. ამ დროისთვის უცნობია, რა რაოდენობის თანხაა წაღებული.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდა.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
მასალის გამოყენების პირობები