აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მესაზღვრეები განთავსდნენ. ამის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჰანს იორგ ჰაბერმა გაზეთ "ვრემია ნოვოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის დამკვირვებლები იძულებულები არიან სწორედ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მოსაზღვრეებთან ჰქონდეთ ურთიერთობა.
"ევროპელი დამკვირვებლები იძულებულები არიან მათთან ურთიერთობას ჰქონდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვცნობთ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის უფლებას, რუსეთთან შესაბამისი შეთანხმებები გააფორმოს", - აცხადებს ჰანს იორგ ჰაბერი.