დეპუტატ ნუგზარ წიკლაურს გამომძიებლები საკუთარ სახლში კითხავენ. დაკითხვის დაწყებამდე ჟურნალისტებთან გამომძიებლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრ ნუგზარ წიკლაურს წუხელ ფიზიკურად გაუსწორდნენ. დეპუტატის თქმით, სახლთან სამი მანქანით რამდენიმე ნიღბიანი დახვდა, რომელთაც მისი გატაცება სცადეს.
წიკლაურის თქმით, თავდამსხმელებმა ელექტროშოკიც გამოიყენეს. დეპუტატს დაზიანებები სახეზე აღენიშნება.