სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი პროკურატურაში სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის. როგორც ნანუაშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა წინა წლებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიება გამჭვირვალე, ეფექტური, არ იყო რის გამოც აუცილებელია სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის შექმნა.
,,მივმართავთ მთავარ პროკურატურას შეიქმნას სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტების სისტემური გამოძიების მიზნით. აღნიშნულ საქმეებზე გამოძიება წარიმართოს სწრაფად, ეფექტურად, დამნაშავე პირთა გამოვლენისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით", - განაცხადა ნანუაშვილმა.