2 აპრილს, 20:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის სარდაფში სპექტაკლის " შთაგონების რეცეპტი" პრემიერა გაიმართება.
პიტერ შეფერის პიესის მიხედვით სპექტაკლი რეჟისორმა ნინო ახვლედიანმა დადგა. მონაწილეობენ მსახიობები: ქეთევან ცხაკაია, მანანა კოზაკოვა და დავით ხურცილავა.
სპექტაკლის საპრემიერო წარმოდგენა მარჯანიშვილის თეატრში ასევე შედგება 3 და 9 აპრილს.