უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ვადამდელ საპრეზიდნეტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებისათვის 7 კანდიდატი დააფიქსირა, კიდევ 27 კანდიდატის საბუთები კი 4 აპრილამდე იქნება განხილული. არჩევნები 25 მაისს უნდა გაიმართოს.
„სულ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი უკრაინსი 46 -ე მოქალაქემ გამოთქვა. 7 მათგანი - უკვე დარეგისტრირებულია. 12-უარი ეთქვა, დარჩენილი 27-ის მიმართ კი გადაწყვეტილება 4 აპრილამდე იქნება მიღებული",_ იუწყება ცესკოს პრესსამსახური.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში 2010 წელს ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობა 18 -მა კანდიდატმა მიიღო.