აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჯონ კერისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრის შემდეგ კერიმ განაცხადა, რომ უკრაინის ფედერალიზაციის საკითხი, რომლის ინიციატივითაც რუსეთი გამოსი მხოლოდ და მხოლოდ უკრაინის ხელისუფლების გადასაწყვეტია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია „ბი-ბი-სი" -ზე დაწყრდობით ავრცელებს.
ამასთან ერთად, კერიმ აღნიშნა, რომ უკრაინაში არსებული სიტუაციის მოსაგვარებლად მოსკოვმა უკრაინის საზღვრიდან ჯარი უკან უნდა დახიოს.
გარდა ამისა, კერიმ ასევე აღნიშნა, რომ აშშ არ ვარაუდობს უკრაინაში არსებული სიტუაციის განმუხტვას იმ გზით, როდესაც მასში მონაწილეობას არ მიიღებს უკრაინის კანონიერად არსებულ ხელისუფლება.
შეგახსენებთ, რომ კერისა და ლავროვის შეხვედრა პარიზში გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები