„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, მთავრობა ქუთაისის აეროპორტის განვითარებას აფერხებს. როგორც პარტიის მიერ გავცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მიესალმება ქუთაისის მოდერნიზებული აეროპორტიდან ახალი რეისების გახსნას.
„ეს პროცესი, რისი დასტურიც დღეს ევროკავშირში, ვილნიუსის მიმართულებით მორიგი ახალი ყველასთვის ხელმისაწვდომი რეისია, ისევე როგორც ქუთაისის აეროპორტის გავლით ქვეყანაში შემოსული ევროპელი ტურისტების შთამბეჭდავი ზრდა ადასტურებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ თავის დროზე საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ წამოწეული ამ კონკრეტული პროექტის მართებულობას.
სამწუხაროდ, დღევანდელი სიახლე მხოლოდ ინერციის და პროექტის დიდი წარმატების შედეგია. ამჟამინდელი მთავრობა საჰაერო მიმოსვლის კონკურენციის და, შესაბამისად, ეკონომიკისა და მომხმარებლის საკეთილდღეოდ არაფერს აკეთებს. ხშირად გვესმოდა ქუთაისის აეროპორტის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისცენტრად გადაქცევის კონცეფციის ხშირი, არაკომპეტენტური კრიტიკა. დღეს, ეკონომიკის ვარდნის, საბიუჯეტოგარღვევისა და უმუშევრობის ზრდის, ტურიზმი და ტურიზმიდან მომდინარე შემოსავალი ის არტერიაა რომელიც ჩვენს ეკონომიკას ჯერ კიდევ აცოცხლებს"- ნათქვამია პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
პარტიის ინფორმაციითვე, ამჟამინდელი, ინერციით მზარდი ფრენები მხოლოდ მიზერული ნაწილია იმ გეგმისა რომლის ხორცშესასხმელად პოლიტიკურ ტერორზე გადმოსული მთავრობა არაფერს აკეთებს.
პროექტის მთავარ კომპონენტია მგზავრთარაოდენობითა და ბილეთის სიიაფით მსოფლიოში პირველავიაკომპანია „რაინეარი" (www.ryanair.com), რომელთან მოლაპარაკებები ქუთაისიდან ფრენების დაწყების შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მთავრობის მიერ პრაქტიკულად დასრულებული იყო. უკვე 2013 წლის მაისიდან ამ ავიაკომპანიას უნდა გაეხსნა ოთხი ევროპული მიმართულება (სავარაუდოდ ბრიუსელი, ბარსელონა, მილანი, ფრანკფურტ-ჰანი - ბილეთის საშალო სტატისტიკური ფასით 50 ევრო)"- განმარტავენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში".
„ევროკავშირთან ღია ცის ხელშეკრულება - რომელიც საქართველოს აქვს - საშუალებას გვაძლევდა ქუთაისის აეროპორტი ქცეულიყო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისცენტრად, რაც ევროპაში მოგზაურობას სრულიად ხელმისაწვდომს აქცევდა უამრავი ჩვენი მოქალაქისთვის ვისთვისაც დღეს ეს წარმოუდგენელია, განსაკუთრებით კი ახალგაზრედბისთვის. გარდა ამისა, აეროპორტის დაგეგმილი მასშტაბით განვითარება გააჩენდა ევროკავშირიდან ტურისტების ძალიან სერიოზულ ნაკადს, რაც პირდაპირ აისახებოდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე," განაცხადა ქუთაისის აეროპორტის მოდერნიზაციისკონცეფციის ავტორმა გიორგი კანდელაკმა.
„ქუთაისის აეროპორტი კარგი მაგალითია იმისა თუ როგორარ ითვალისწინებს მთავრობა მოსახლეობისა და ეკონომიკის განვითარების ინტერესებს და ამ პროექტის სრულად ამოქმედებას კვლავაც ქილიკით უყურებს, არ აწარმოებს „რაინეართან" თითქმის ბოლომდე მიყვანილ მოლაპარაკებებს. ამ პროექტის სრულად ამოქმედება პირდაპირ აისახებოდა ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქის კეთილდღეობაზე," დასძინა მან.
ცნობისათვის, „რაინეარი", რომელიც მხოლოდევროკავშირის შიგნით (და მაროკოში) დაფრინავს მგზავრთარაოდენობით არის მსოფლიოში პირველი ავიაკომპანია(2012 წელს გადაიყვანა 80 მილიონ მგზავრზე მეტი), გააჩნია 300 თვითმფრინავზე მეტი და მისი ბილეთის საშალოსტატისტიკური ფასი არის 32 ევრო. დღეისათვის ავიაკომპანიას ევროპის მასშტაბით გააჩნია 47 ჰაბი.