შვეიცარიული მარკა Tissot-ი საათის ახალო მოდელის გამოშვებისთვის ემზადება, რომელსაც შესაძლებლობა ექნება მსოფლიო ქსელში ჩაერთოს.
როგორც 20 Minutes წერს, ინტერნეტთან დაკავშირება Bluetooth-ის საშუალებით მოხდება.
შეგახსენებთ, რომ Sony-მა, Samsung-მა და Google-მა უკვე შექმნეს მსგავსი პროდუქტი და მალე ბაზარზე ანალოგიური Apple-ის პროდუქტიც გამოჩნდება.
Tissot-ი იქნება პირველი „ჭკვიანი საათი", რომელსაც ევროპული წარმომავლობა ექნება.