დღეს, 19 მარტს, 15:00 საათზე, ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრში დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.
ფრანკოფონიის საერთაშორისო დღის ფარგლებში საფრანგეთის საელჩომ საქართველოში ფრანგული ენის შემსწავლელი მოსწავლეების, სტუდენტებისა და ფრანგული ენის პედაგოგებისთვის ორი ლიტერატურული კონკურსი ჩაატარა.
კონკურსების გამარჯვებულები საფრანგეთში, პარიზში გაემგზავრებიან საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და ფრანგული ტურისტული კომპანია "CGTT-Voyage"-ის მხარდაჭერით.