დღეს, 19 მარტს, "ავერსი კლინიკის" ინიციატივით, #1 ექსპერიმენტულ სკოლაში უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევა ჩატარდება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კომპანია "ავერსიდან" აცნობეს.
"ბავშვების ჯანმრთელობაზე მუდმივად ვზრუნავთ. სწორედ ამიტომ თბილისის სკოლების მოსწავლეებს უფასო ოფთალმოლოგიურ, სტომატოლოგიურ და სხვადასხვა სახის გამოკვლევებს მუდმივად ვუტარებთ. მორიგ აქცია კი თბილისის # 1 ექსპერიმენტულ სკოლაში გაიმართება, სადაც ბავშვებს "ავერსის კლინიკის" ოფთალმოლოგი კახა თავართქილაძე უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევებს ჩაუტარებს", - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
შეგახსენებთ, რომ 2009 წლის თებერვალში "ავერსის კლინიკის" ინიციატივით უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები თბილისის სკოლებში დაიწყო. ოფთალმოლოგიური აქცია 9 სკოლაში უკვე ჩატარდა. მის ფარგლებში 5500 მოსწავლეა გასინჯული, აქედან ოფთალმოლოგიური პათოლოგია გამოუვლინდა 700 მოსწავლეს, რაც გასინჯულთა 13% შეადგენს.