შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე არგამოცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ სააკაშვილმა დაადასტურა, რომ თავს კანონზე უზენაესად მიიჩნევს.
,,ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი, გარკვეული წლების წინ საზოგადოებას ჰქონდა აზრი, რომ პრეზიდენტს თავი კანონზე წინ ეყენა და ამ შემთხვევაში ეს დაადასტურა, რომ თავს თვლის კანონზე უზენაესად", - განაცხადა ჭიკაიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.