სამართალდამცავებმა დეპუტატ აკაკი ბობოხიძის ძმა დააკავეს. ამის შესახებ, ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა თემურ დოლიძემ განაცხადა, რომელიც ამ ეტაპზე მეტი კონკრეტიკისგან თავს იკავებს.
,,დასავლეთ საქართველოს პროკურატურისგან ველოდებით ცნობას და შემდეგ პროკურატურის ვებ-გვერდზე გავავრცელებთ პრესპელიზს. მე თვითონაც დეტალები არ ვიცი", _აცხადებს დოლიძე.