გვიან ღამემდე გაგრძელდა საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრ მამუკა ახვლედიანის დაკითხვა.
იგი გამომძიებლების შეკითხვებს ათი საათის განმავლობაში პასუხობდა. როგორც ახვლედიანმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დატოვების შემდეგ განაცხადა, კითხვები ძირითადად "სითი პარკსა" და მერიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხებოდა.
ახვლედიანი დედაქალაქის მერიის თანამშრომლების საგამოძიებო უწყებაში დაბარებას წინაასაარჩევნო პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს და განმარტავს, რომ დაკითხვებზე დაბარებით ხელისუფლება შეგნებულად ცდილობს მერიის საქმიანობა შეაფერხოს.