გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმების უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომელიც 16 მარტს ყირიმში გამართულ რეფერენდუმს უკანონოდ აღიარებს. რეზოლუციაში არის მოწოდება ვითარების მშვიდობიანად დასარეგულირებლად.
რეზოლუციას მხარი დაუჭირა 100-მა სახელმწიფომ, 58-მა თავი შეუკავა და რუსეთმა და 10 სახელმწიფომ ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს.
რუსეთს მხარი დაუჭირეს - სომხეთმა, ბელორუსმა, ბოლივიამ, კუბამ, ჩრდილოეთ კორეამ, ნიკარაგუამ, სუდანმა, სირიამ, ვენესუელამ და ზიმბვაბემ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი დეშიცას განცხადებით, უკრაინა იღებს მხარდაჭერას მსოფლიოს ყველა ნაწილიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინაში არა რეგიონალური, არამედ გლობალური პრობლემებია.