თბილისში, რუსეთის მხარდამჭერ აქციაზე, რომელსაც პუშკინის სკვერში არასამთავრობო ორგანიზაცია "დედამიწა ჩვენი სახლია" მართავდა დაპირისპირება მოხდა. აქციის ორგანიზატორებს აქციის ჩატარების საშუალებას მოქალაქეები და „თავისუფალი ზონის" წევრები არ აძლევდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ პოლიციას აქციის მონაწილეები და მოქალაქეები გამიჯნული ყავდა, მათ შორის დაპირისპირება მაინც მოხდა, რომელიც ამ დრომდე გრძელდება.
ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა, როცა მასთან კონტრაქციის წარმომადგენელი მივიდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
რუსეთის მოწინააღმდეგეების აქციის მონაწილე ცოტნე მამულაშვილი საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა დააკავეს და ტერიტორიიდან საპატრულო მანქანით გაიყვანეს.