ინტერნეტ გიგანტმა, კომპანია Google-მა საკუთარი აქციების მექსიკის ბირჟაზე (BMV) განთავსების სურვილი გამოთქვა.
ამ დროისათვის Google ამერიკულ Nasdaq-ზე ვაჭრობს და მალე მექსიკურ BMV-ზეც გამოჩნდება და უფრო მეტ ინვესტორს მიეცემა ინტერგეტ გიგანტის აქციებზე პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა.
მექსიკის კანონმდებლობის შესაბამისად, განაცხადის გაკეთებიდან 20 დღის გასვლის შემდეგ მოახერხებს Google BMV-ზე აქციების განთავსებას.
აღსანიშნავია, რომ თებერვლის მონაცემებით Nasdaq-ზე Google-ს საბაზრო კაპიტალიზაცოიამ 400 მლრდ დოლარს გადააჭარბა.