მსოფლიო ბანკის ექსპერტთა პროგნოზით მიმდინარე წელს რუსეთის მშპ შესაძლოა 1,8 %-ით შემცირდეს, თუკი ყირიმის ანექსიით გამოწვეული დიპლომატიური კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდება.
ბანკის მიერ მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ პოლიტიკური კრიზისის კიდევ უფრო გამწვავებამ შესაძლოა ქვეყანაში ინვესტიციების შემცირება და რუსული ბაზრიდან კომპანიების გასვლა განაპირობოს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის მოვლენების გამო რუსეთს გარკვეული შეზღუდვები დაუწესეს აშშ-მ და ევროკავშირმა, თუმც მოსალოდნელია, რომ ეს სანქციები კიდევ უფრო გაღრმავდეს.