"მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი და მდიდარი ბაზრის - ევროკავშირის ბაზრის წვდომა მძლავრი იმპულსი იქნება ქართული ბიზნესის, ადგილობრივი წარმოების, ექსპორტის დივერსიფიცირებისა და განვითარებისთვის"- აღნიშნულის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე "ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან" სიტყვით გამოსვლისას. ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოში ინვესტიციები ევროპული ქვეყნებიდან გაიზრდება.
„მჯერა, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს მიმზიდველობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ახალი ტექნოლოგიებისა და ნოუ-ჰაუს შემოსვლას, კონკურენტუნარიანი ადგილობრივი პროდუქციის გაჩენის სტიმულირებასა და სამუშაო ადგილების შექმნას,"-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურის მოსაზრებით, თუ ევროკავშირი არ მისცემს აღმოსავლეთის პარტნიორობის წარმატებულ ქვეყნებს გაწევრიანების მკაფიო დაპირებას, უკრაინის მსგავსი კრიზისები კვლავ იჩენს თავს და გამორიცხული არ არის, რეგიონში ვითარება უკონტროლო გახდეს.
"მინდა დავარწმუნო ყველა, რომ ჩვენ მზად ვართ არა მარტო იმისთვის, რომ ვიყოთ ევროპის მეზობელი, არამედ მზად ვართ გავხდეთ ევროპული სამეზობლოს წევრი",-განაცხადა პრემიერმა.