მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე ორ ურთიერთსაწინააღმდეგო აქციაზე სამართლდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" შსს განუცხადეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობს რაც წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს.
პროკურატურასთან დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილემ ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერისთვის პლაკატის წართმევა და მისი დახევა სცადა.
შეგახსენებთ, რომ მთავარ პროკურატურასთან ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების ერთი ნაწილი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოწმის სტატუსით დაკითხვას აპროტესტებს, აქციის მორე ჯგუფი კი მიხეილ სააკაშვილის დაკითხვის აუცილებლობაზე საუბრობენ.
პროკურატურასთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
მიხეილ სააკაშვილი პროკორატურაში მოწმის სტატუსით დასაკითხად დღეს, 13:00 საათზეა დაბარებული.