"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე პარტიის დარბაზის წევრებს უცხოეთში მისი ვიზიტის დეტალებს აცნობს. პარტიის ოფისში შეხვედრა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ბურჯანაძემ განაცხადა, დღევანდელი შეხვედრა იმ შეხვედრების ციკლის ნაწილი, რომელიც გუშინ არასამთავრობო სექტორთან დიალოგით დაიწყო.
"დარბაზის წევრები პარტიის წევრები არ არიან და ჩემთვის საზოგადოების ამ ნაწილის აზრი მნიშვნელოვანია. ამით კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ მზად ვარ ყველას შევხვდე და არა მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც იმედით უყურებენ ამ ვიზიტებს, არამედ მათაც, ვინც სკეპტიკურად და ნეგატიურად არიან განწყობილი", - აღნიშნა ბურჯანაძემ.
"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი 19 მარტს დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრებს შეხვდება.