ხვალ, 19 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აბორტის წინააღმდეგ ჩატარებული კვირეულის _ "მომავალი აბორტის გარეშე" _ დახურვა გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, კვირეულის დახურვის ფარგლებში შემეცნებით-საგანმანათლებლო კონფერენცია ჩატარდება, რის შემდეგაც სპეკტაკლის "შემოდგომის სიზმარი" ჩვენება გაიმარტება.
კონფერენცია 13:00 საათზე თსსუ მე-3 კორპუსი დაიწყება, ხოლო სპექტაკლი "წითელი დარბაზი" 15:00 საათზე იქნება წარმოდგენილი.