რუსეთის მთავრობამ ამერიკულ iPad-ზე უარი თქვა და კორეულ Samsung-ზე გადავიდა. აღნიშნული ინფორმაცია უკვე დაადასტურა რუსეთის კავშირგამბულობის მინისტრმა. ნიკოლაი ნიკიფოროვის განმარტებით, ეს Apple-ს წინააღმდეგ, რაიმე სანქციას და ან ბოლო პერიოდის გამწვავებულ მოვლენებს არ უკავშირდება. თუმცა უკვე მიღებულია გადაწყვეტილება და მთავრობა კომპანია Samsung-ის პროდუქციას გამოიყენებს.
როგორც მინისტრი განმარტავს, Samsung-ის პლანშეტები სპეციალურად დაცული მოწყობილობაა, რომელიც კონფიდენციალური ინფორმაციის შესანახად გამოიყენება. ხელისუფლების ზოგიერთი ინფორმაცია კი საიდუმლო და კონფიდენციალურია და შესაბამისად რუსეთის ხელისუფლების მოთხოვნებს, სწორედ რომ Samsung-ის პროდუქცია შეესაბამება.
მინისტრის თქმითვე, Samsung-ზე გადასვლა მხოლოდ ტექნიკურ ხასიათს ატარებს.
მასალის გამოყენების პირობები