ადვოკატი გოგა ონიანი პროკურორ-გამომძიებლებს უკანონო ქმედებებსა და ზეწოლაში ადანაშაულებს.
"2014 წლის 14 მარტს ჩემი სისხლის სამართლის საქმის გამომძიებლებმა დავით ძნელაშვილმა და გურგენ გილაურმა ჩაიდინეს უფლებამოსილების გადამეტება, შემომივარდნენ წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც ვესაუბრებოდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს და ფიზიკური ძალის გამოყენებით გამომაგდეს აღნიშნული ტერიტორიიდან", - ამის შესახებ გოგა ონიანმა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მან მიმართა პროკურატურას, მაგრამ გამოძიება არ დაწყებულა.
"14 მარტს მივმართე მთავარ პროკურატურას და ვთხოვე დაეწყოთ გამოძიება. მე არ ვასაჯაროებდი ამ ფაქტს იქიდან გამომდინარე, რომ არ გაჩენილიყო კითხვები, თითქოსდა ეს იყო პიარ-კამპანიისთვის. ველოდებოდი, რომ დამკითხავდნენ და მივცემდი ამომწურავ ჩვენებას აღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ვთხოვდი წერილში , რომ ამოეღოთ წინასწარი დაკავების იზოლატორის კამერები, სადაც ცალსახად გამოჩნდებოდა, რომ ეს ორი პროკურორი ჩემი შესვლიდან 5 წუთში მოვარდნენე და კანონდარღვევა ჩიდინეს. დღემდე არვინ გამომხმაურებია და არ დაწყებულ გამოძიება "-განაცხადა ონიანმა..
მისივე თქმით, ამ ადამინების გამოძიებული საქმეს ის ობიექტურად ვერ განიხილავს.
"როგორ შეიძლება ამ ადამიანების გამოძიებულ საქმეს დაერქვას ობიექტური, როდესაც პირდაპირ ჩანს , რომ ეს ადამიენბი დაინტერესულები არიან ჩემი პასუხისგებაში მიცემით . გარდა ამისა, არ მაძლევენ საშუალებას საადვოკატო უფლებამოსილება განვახორციელო და უფლებოამოსილების გადამეტებას მათი მხრიდან ყოველდღიური ხასიათი აქვს"- ამბობს ონიანი.