ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ადმინისტრაციაში საჩივრის შეტანისა და განხილვის წესების საკითხების სრულყოფის მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.
ჯგუფის წევრები საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ცეკოს წევრები არიან.
სამუშაო ჯგუფი არსებული კანონმდებლობის ფარგლებში შეიმუშავებს რეკომენდაციებს, როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს საარჩევნო ადმინისტრაციაში საჩივრების შეტანისა და განხილვის საკითხი და რა რესურსების დამატება შეიძლება გახდეს საჭირო დავების სრულყოფილად განხილვის მიზნით.