კომპანია HTC -მა ახალი ფლაგმანის, სმარტფონ HTC One M8 -ს პრეზენტაცია გამართა. როგორც გაირკვა მობილურ მოწყობილობას 5 დიუმიანი მაღალი ხარისხის, სენსორული ეკრანი გააჩნია და ასევე წინამორბედებისგან განსხვავებით, უფრო ძლიერი Snapdragon 801 და მეხსიერების ბარათის სლოტი - microSD გააჩნია. ასევედეველოპერებმა HTC One M8 -ს საკმაოდ მარტივი კამერა და მუსიკის მოსასმენად, საკმაოდ ხარისხიანი დინამიკები მოარგეს. ანალიტიკოსების განმარტებით, უკვე წარმოდგენილი სმარტფონი საკმაოდ განსხვავდება მისი წინამორბედი HTC One -სგან.
HTC -მა დაბალბიუჯეტინი სმარტფონების ახალი მოდელი Desire 816 -იც წარმოადგინა.
აღსანიშნავია, რომ 2013 წელს HTC სმარტფონების ბაზრის მხოლოდ 5 % -ს იკავებდა.