დღეს, 26 მარტს 12:00 საათზე, ქალაქ ბათუმის ნ4 საბავშვო ბაღში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი და ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ერმაკოვი აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ქვეპროგრამის ,,დაავადებათა პრევენცია და პროფილაქტიკის" ღონისძიების - ,,ავადობის აქტიური გამოვლენა სამიზნე ჯგუფში" ფარგლებში ხელს მოაწერენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
მემორანდუმის ფარგლებში ,,სს საზღვაო ჰოსპიტალი" განახორციელებს ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა პროფილაქტიკურ სამედიცინო შემოწმებას. ბაღის აღსაზრდელებს ჩაუტარდებათ პედიატრის, ოტოლარინგოლოგის, ენდოკრინოლოგის და ნევროლოგის კონსულტაციები. პირველადი დიაგნოზის დაზუსტების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში (მთელი წლის განმავლობაში), განხორციელდება რენტგენოლოგიური, ექოსკოპიური, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური გამოკვლევა, ვიზომეტრია, ავტორეფრაქტომეტრია, ტონომეტრია, აუდიოგრაფია და სხვა.
დიაგნოზის დაზუსტების მიზნით ჩატარდება სკრინინგის შემდგომი კონსულტაცია,
შეიქმნება მონაცემთა რეგისტრი (ელექტრონული ბაზა),
ჩატარდება მონაცემთა სტატისტიკური ანალიზი/ინტერპრეტაცია.
ქალაქ ბათუმის თვითმმართველობა იღებს ვალდებულებას ბაღების გაერთიანების მეშვეობით ხელი შეუწყოს ღონისძიების შეუფერხებელ მიმდინარეობას და ორაგნიზება გაუწიოს ბაღის აღსაზრდელთა მობილიზაციას.