აშშ-ის საელჩო წარმოგიდგენთ „ამერიკულ დღეებს" - ამერიკული კულტურის ფესტივალს! დაგეგმილია მრავალფეროვანი ღონისძიებები, მათ შორის ფოტოგამოფენა, პოეზიის საღამოები, ამერიკული ფილმ-ნუარის ჩვენებები და ჯაზ-ტური. ამერიკული დღეები მთელ აპრილს გასტანს და მოივლის თელავს, ქუთაისსა და თბილისს. ფესტივალის მიზანია ქართველ და ამერიკელ ხალხთა ურთიერთობის გამტკიცება, აგრეთვე ამერიკული კულტურისა და საზოგადოების შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება.
„ამერიკული დღეები" სამშაბათს, 25 მარტს, 18:00 საათზე, ლიტერატურის მუზეუმში, მხატვრული ფილმის, „გამოუსწორებლის" (Notorious) ჩვენებით გაიხსნება. ის პირველია განთქმულ ამერიკულ ფილ-ნუარების სერიიდან, რომელსაც „ამერიკული დღეების" მსვლელობისას ნახავთ. მოგზაური გამოფენა, რომელიც ამერიკის გეოგრაფიული საზოგადოების დახმარებით ეწყობა, შემოგთავაზებთ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრისა და მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის ამერიკული დასავლეთის ფოტო-კოლექციას. ამერიკული პოეზიის თვის აღსანიშნავად, დაგეგმილია პოეზიის საღამოები, სადაც ქართულ და ინგლისურ ენებზე ამერიკელი პოეტების ლექსებს წაიკითხავენ. 30 აპრილს, ჯაზის თვისა და ჯაზის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, აშშ-ის საელჩო სხვადასხვა ჯილდოების ლაურეატი ჯაზ-პიანისტის, ჯასტინ კაუფლინის (კენედის ცენტრი) კონცერტს უმასპინძლებს. ამ ნიჭიერი უსინათლო მუსიკოსის კონცერტით, „ამერიკული დღეები" მიზნად ისახავს შეზღუდულ შესაძლებლობათა მქონე პირების ადვოკატირებას ხელოვნების გზით.
საზოგადოებისათვის ყველა ღონისძიება უფასოა. ფესტივალის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს მისამართზე USEmbassy.ge/AmericanDays.