სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართება. საქალაქო სასამართლოში პროცესი 15:00 საათზეა ჩანიშნული.
საქმეში ბრალდებულებად ყოფილი მაღალჩინოსნები დათა ახალაია, ვანო მერაბიშვილი, ოლეგ მელნიკოვი და ვალერიან მეტრეველი არიან. თითოეულ მათგანს გამოძიება გირგვლიანის საქმის სხვადასხვა ეპიზოდზე ედავება.
პროცესამდე რამდენიმე საათით ადრე გირგვლიანის ოჯახს თანამშრომლობას დათა ახალაიას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი სთავაზობს.
ირაკლი ზაქარეიშვილის თქმით, ის და მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზად არიან ოჯახთან ერთად დაადგინონ სიმართლე, თუ რა ვითარებაში გარდაიცვალა სანდრო გირგვლიანი.
მასალის გამოყენების პირობები