საქართველოს თანაინვესტირების ფონდი აღმოსავლეთ საქართველოში მასშტაბური პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომლის ბიუჯეტიც 14,3 მლნ დოლარია. როგორც დღეს თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, აღმოსავლეთ საქართველოში სასათბურე მეურნეობის პროექტი განხორციელდება და იგი წამყვან ფრანგულ სასათბურე მეურნეობის კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება. პროექტის ფართობი 10,4 ჰა-ს გაუტოლდება. ძირითადი პროდუქტი კი პომიდორი იქნება. სასათბურე მეურნეობის პროექტში წარმოების წლიური მოცულობა 4 500 ტონით განისაზღვრება. ფონდის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი შესაძლებელს გახდის იმპორტირებული პომიდვრის 30 %-ის ჩანაცვლებას და 100-მდე ადამიანის დასაქმებას. პროექტის განხორციელებით, სოფლის მეურნეობის სფეროში 14,3 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.
მასალის გამოყენების პირობები