რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ამჟამად აშშ და რუსეთი არ არიან ერთმანეთთან დაპირისპირებულნი, მაგრამ ისინი ჯერჯერობით არც მეგობრები არ არიან.
"ვერ ვიტყვი, რომ რუსეთი და აშშ მოწინააღმდეგენი არიან, თუმცა ისინი არც მეგობრები არ არიან", _ განაცხადა ლავროვმა დღეს "როსიისკაია გაზეტა-ნედელიასთან" საუბრისას.
მისი თქმით, აშშ-ის სათავეში ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ მართლაც გაჩნდა ახალი ატმოსფერო ორი ქვეყნის მეთაურის ურთიერთობებში.
"ვაღიარებ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის ურთიერთობათა ატმოსფერო უფრო კონსტრუქციული გახდა, იგი უფრო მეტადაა მიმართული შედეგის მიღწევისკენ. თუმცა ყველა ყოველივე ეს ყველა სართულზე როდი იგრძნობა", _ განაცხადა ლავროვმა.