გვიან ღამით, წერეთლის გამზირზე 21 წლის ბიჭი მოკლეს. შემთხვევა პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
გარდაცვლილს სხეულზე ცივი იარაღით 8 ჭრილობა ქონდა მიყენებული.
დაჭრილმა ტაქსის გაჩერება მოახერხა და შემთხვევის ადგილიდან, სავარაუდოდ, სამედიცინო დაწესებულებაში წასვლა სცადა, თუმცა ის მალევე სისხლისგან დაიცალა და დაიღუპა.
ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ექსპერტ კრიმინალისტები.
გარდაცვლილის ცხედარი პროჟექტურაშია გადაყვანილი.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.