აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2014 წლის საერთაშორისო ნარკოტიკების კონტროლის სტრატეგიის ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშის მიხდევით, საქართველო სხვა ქვეყნებში წარმოებული ნარკოტიკების სატრანზიტო ქვეყანაა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს სამართალდამცავების კონტროლს მიღმა რჩება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს ასევე შიდა ნარკოტიკების პრობლემა აქვს.
ამასთან ადგილობრივად წარმოებული "ამფეტამინის" ტიპის სტიმულატორები , რომელიც "ჯეფისა" და "ვინტის" სახელითაა ცნობილი, ასევე ადგილობრივად წარმოებული დესომორფინის ოპიოდი, რომელიც „კრაკადილის" სახელითაა ცნობილი, პოპულარობით სარგებლობს.
სხვა ნარკოტიკებთან ერთად, ჰეროინი, მეტადონი და მარიხუანი ხელმისაწვდომია ადგილობრივ ბაზარზე.