ბათუმში რაგბის სტადიონის მშენებლობა დაიწყო. საერთაშირისო სტანდარტების 4700 ადგილიანი რაგბის სტადიონი ბათუმში გენერალ აბაშიძისა და ლეონიძის ქუჩების კვეთაში აშენდება. მშენებლობის დაწყების ცერემონიას ბათუმის მერი, საკრებულოს თვამჯდომარე და საქველმოქმედო ასოციაცია ,,ატუს" წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გეგმის მიხედვით გათვალისწინებულია ქვიშის მოედნის, მორაგბეთა სავარჯიშო მცირე სტადიონისა და სპორტსმენებისთვის სპეციალური სასტუმროს აშენება. კომპლექსის მშენებლობის მთლიანი ბიუჯეტი 7 მილიონ 129 ათასი ლარია. აქედან 3 მილიონ 600 ათას ლარს საქართველოს მთავრობა, ხოლო დანარჩენს კომპანია ,,ატუ" აფინანსებს.
ხელშეკრულება ქ. ბათუმის მერიასა და საქველმოქმედო ასოციაცია ,,ატუს" შორის 2013 წლის 27 დეკემბერს გაფორმდა.
სამუშაოები 2015 წლის 1 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.