ინფექციურ საავადმყოფოში ბაქტერიული მემინგოენციფალიტის დიაგნოზით 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა. გოგონა კლინიკაში მოთავსებიდან მეექვსე დღეს დაიღუპა.
ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო. ბავშვი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
"ბავშვი საავადმყოფოში 19 ოქტომბერს მოთავსდა, უმძიმეს მდგომარეობაში. მას დაესვა ბაქტერიული მემინგოენციფალიტის დიაგნოზი. რამდენიმე სააათის შემდეგ მდგომარეობა დამძიმდა, ბავშვი გადაყვანილ იქნა ხელოვნურ სუნთქვაზე. ინტენსიური მკურნალობის მიუხედავად ბავშვი გარდაიცვალა", _ განაცხადეს ინფექციურ საავადმყოფოში.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბავშვის საცხოვრებელ სახლში ჩატარებულია სადეზინფექციო სამუშაოები, ბაქტერიული მენინგიტის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.