ხვალ, 19 მარტს, 12:00 საათზე, ბრიტანეთის საბჭო, საქართველოს კინემატოგრაფისტთა ეროვნული ცენტრი და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოადგენენ პროექტს "გამოძახილი" (აღმაშენებლის გამზირი 40)
"ღონისძიების მიზანია კულტურათაშორისი დიალოგის წახალისება, რეგიონში არსებული კონფლიქტების ირგვლივ დისკუსიის გამართვა და წვლილის შეტანა იმ საერთო საქმეში, რასაც ნებისმიერი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება ჰქვია. ასევე მნიშვნლოვანია მივმართოთ საზოგადოების მზერა ხელოვნებისადმი და გამოვყოთ კინომატოგრაფი, როგორც საშუალება მტკვნეულ საკითხებზე მსჯელობისა და სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის დიალოგის წარმართვისა", _ აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
ნაჩვენები იქნება 2 თემატური მხატვრული ფილმი, რის შემდეგაც გაიმართება დისკუსია იმ მწვავე საკითხებზე, რომელიც აწუხებს ქართულ საზოგადოებას. საუბარი შედგება ფილმების პროდიუსერ დონ მალენს, სტუდენტებს და მოწვეულ სტუმრებს შორის.