Starbucks-ი საკუთარი კაპიტალიზაციის ზრდას 2-ჯერ, ანუ 100 მლრდ დოლარამდე აპირებს, აღნიშნულის შესახებ განცხადება კომპანიის ხელმძღვანელმა ჰარვარდ შულცმა განაცხადა. თუმცა შულცმა არ დააკონკრეტა თუ რა პერიოდისთის აპირებს ყავის ქსელი სასურველი შედეგის მიღწევას.
„კომპანია საკუთარი განვითარებისათვის და ზრდისთვის პირველ ნაბიჯებს დგავ"- აღნიშნა შულცმა.
დღეის მდგომარეობით, Starbucks-ი 64 ქვეყანაში 20 ათას სავაჭრო წერტილს ფლობს.
მიუხედავად აშშ-ში ზრდის ტემპის შემცირებისა, Starbucks-ი გააქტიურებას აპირებს ჩინეთსა და ინდოეთში. იმავდროულად კომპანია ელექტრონული გაყიდვების გააქტიურებასაც აპირებს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ში კომპანიების გაყიდვების 14 %-ი მობილურ გადახდებზე მოდის.
შეგახსენებთ, რომ 2008 წელს კომპანიის კაპიტალიზაცია 5 მლრდ დოლარიდან 57 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.
მასალის გამოყენების პირობები