2014 წლის იანვარ-თებერვალში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა, 77 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 18 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი უდრიდა 57 მლნ. აშშ დოლარს, ხოლო მისი წილი მთლიან ექსპორტში 13 პროცენტს. მესამე ადგილზე ყურძნის ნატურალური ღვინოების ჯგუფი დაფიქსირდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 32 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 7 პროცენტი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 1567 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელზე 17 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 440 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (23 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1127 მლნ. აშშ დოლარს (15 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2014 წლის იანვარ-თებერვალში 687 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44 პროცენტი შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები