2014 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (226 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (188 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (122 მლნ. აშშ დოლარი).
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 1567 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელზე 17 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 440 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (23 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1127 მლნ. აშშ დოლარს (15 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2014 წლის იანვარ-თებერვალში 687 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44 პროცენტი შეადგინა.