დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2014 წლის იანვარ-თებერვალში 549 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2013 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით 23 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტმა 233 მლნ. აშშ დოლარს (30 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტმა 316 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (18 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 35 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 53 პროცენტი და იმპორტში 28 პროცენტი. (2013 წლის იანვარ-თებერვალში შესაბამისად 33, 50 და 27 პროცენტი). 2014 წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 12 პროცენტი (2013 წლის იანვარ-თებერვალში 14 პროცენტი).
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 1567 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელზე 17 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 440 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (23 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1127 მლნ. აშშ დოლარს (15 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2014 წლის იანვარ-თებერვალში 687 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44 პროცენტი შეადგინა.