უკრაინის პრემიერ-მინისტრის არსენი იაცენიუკმა კანადის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ უკრაინა მზადაა დაიკავოს ის „თავისუფალი ადგილი", რომელიც „დიდ რვიანში" წარმოიქმნა.
„თუ კი G8-ში არის თავისუფალი ადგილი ჩვენ მზად ვართ ეს ადგილი დავიკავოთ"- განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა. თავის მხრივ კანადის პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ხელყო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და შესაძლოა რომ G8-ში რუსეთის ადგილი სხვა სახელმწიფომ დაიკავოს.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში გერმანიის კანცლერმა ანგფელა მერკელმა გააკეთა განცხადება, რომ G8 უკვე აღარ არსებობს.