ცხოველთა დაავადებების საწინააღმდეგოდ წელს 250 ათასი ლარია გამოყოფილი. ამის შესახებ აგრარულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის წევრებს ინფორმაცია დღევანდელ სხდომაზე სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უფროსმა მაია მეტრეველმა მიაწოდა.
"ცხოველთა საშიში დაავადებებიდან, რომელზეც სახელმწიფო ახორციელებს ზედამხედველობას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: ცოფი, ჯილეხი, ბრუცელოზი, ღორის კლასიკური და აფრიკული ცხელება და ნიუკასლის დაავადება. ჩამოთვლილი დაავადების საწინააღმდეგოდ 2010 წელს პროგრამაზე "ეპიზოოტიის საწინააღმდეგო ღონისძიებები" გამოყოფილია 250 000 ლარი", - განაცხადა მეტრეველმა.