ხარკოვში რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით მიტინგი მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ლენინის ძეგლთან არიან შეკრებილნი და რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვენ.
გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს ხელში აქვთ რუსული და უკრაინული დროშები და ლოზუნგები „ჩვენ საბაჟო კავშირს ვემხრობით", „ხარკოვი მოითხოვს რეფერენდუმს".
აქციის მიმდინარეობას თვალს ადევნებენ სამართალდამცავები.
ასევე მიტინგი მიმდინარეობს დონეცკში. გავრცელებული ინფორმაციით, მიტინგის მონაწილეები უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს უჭერენ მხარს. მათ ასევე ხელთ აქვთ რუსული, უკრაინული და ყოფილი საბჭოთა კავშირის დროშები.